ავტორიზაცია
გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
რეგისტრაცია
კონფიდენციალურობა

მოცემული კონფიდენციალურობის ხელშეკრულება გამოხატავს, თუ როგორ იყენებს Nardi.ge (შემდგომში ჩვენ ან Nardi.ge) მომხმარებლის ინფორმაციას.

ჩვენ ვინახავთ ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი ხდება Nardi.ge-ს ვებგვერდზე მომხმარებლის მიერ შევსებული რეგისტრაციის ფორმის ან სხვა საშუალების მეშვეობით.

მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოწოდებით და ვებგვერდის მოხმარებით მოხმარებელი ადასტურებს, რომ თანახმაა, მოცემული კონტრაქტის პირობებში გამოვიყენოთ მისი პირადი ინფორმაცია. თუ არ ეთანხმებით კონფიდენციალურობის კონტრაქტის პირობებს, გთხოვთ, ნუ ისარგებლებთ ვებგვერდით და ნუ მოგვაწოდებთ პირად ინფორმაციას.

თქვენი პირადი ინფორმაცია, რომელიც ჩვენ შეიძლება შევაგროვოთ და გამოვიყენოთ მოიცავს:

  • ინფორმაციას, რომელსაც მოგვაწოდებთ ვებ გვერდზე რეგისტრაციის ფორმის შევსებით, ან ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც მოგვაწოდებთ თქვენი გვერდის ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  • კორესპონდენციის ჩანაწერებს (ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის, ტელეფონის ან სხვა საშუალების მეშვეობით).
  • ჩვენ მიერ ჩატარებულ კვლევებს თქვენი პასუხებით
  • ვებ გვერდზე თქვენ მიერ განხორციელებული ტრანზაქციების დეტალებს
  • ვებ გვერდზე თქვენი ვიზიტის დეტალებს

თქვენი პირადი ინფორმაციის გამოყენების მიზნები:

  • თქვენი ფსონების გატარება (საბანკო ბარათისა და ინტერნეტ გადახდების ჩათვლით).
  • თქვენი ანგარიშის მენეჯმენტი
  • ჩვენი იურიდიული ვალდებულებების შესრულება
  • პერსონალური პროფილების შექმნა
  • მომხმარებლების კვლევის, გამოკითხვებისა და ანალიზების ჩატარება
  • ჩვენს პროდუქტებზე არსებული აქციებისა და სიახლეების შესახებ ინფორმაციის მოწოდება
  • არალეგალური ტრანზაქციების, ფულის გათეთრების, თაღლითობის წინააღმდეგ მონიტორინგი.

ინფორმაციის შენახვა:

ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია იყოს დაცული. მასზე წვდომა ექნებათ მხოლოდ ჩვენს პროვაიდერ ან შვილობილ კომპანიებს იმისათვის, რომ მოხდეს ინფორმაციის მაქსიმალური კონტროლი: თაღლითობისა და ფულის გათეთრების წინააღმდეგ, მომხმარებლის ასაკის გადამოწმება და ა.შ.

სატელეფონო ზარები:

მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით ჩვენს ცხელ ხაზზე განხორციელებულ სატელეფონო ზარებზე მიმდინარეობს მონიტორინგი (ჩაწერა).

“ქუქის-ის” გამოყენება:

“ქუქის-ის” გამოყენება ხდება თქვენი ვებ სერვერიდან ინფორმაციის შეგროვების მიზნით. ვებ გვერდზე რეგისტრაციისას გავლით თქვენ ადასტურებთ, რომ ჩვენ გვაძლევთ უფლებას, გამოვიყენოთ თქვენი “ქუქის-ის” ინფორმაცია.

“ქუქის” შეიცავს ინფორმაციას, რომელიც დამახსოვრებულია თქვენი კომპიუტერის “ჰარდ” დისკზე. ეს ინფორმაცია გეხმარება ვებ გვერდის გაუმჯობესებაში და პერსონალიზირებული მომსახურეობის შეამნაში. თუ თქვენი არ გსურთ თქვენი “ქუქის-ის” ინფორმაციის გამჟღავნება, შეგიძლიათ წაშალოთ ბრაუზერის მეშვეობით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი “ქუქის-ის” წაშლის ან გაუქმების შემთხევაში არ გექნებათ საშუალება, სრულად იხილოთ ვებგვერდი და ისარგებლოთ მისი ყველა ფუნქციით.

ინტერნეტ გადარიცხვები:

იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი გლობალურად გამოიყენება, ინტერნეტის გამოყენება პირადი მონაცემების შეგროვებასა და გადამუშვებაში აუცილებლად მოითხოვს მონაცემთა გადაცემას საერთაშორისო მასშტაბით. აქედან გამომდინარე, ვებ გვერდზე ნავიგაციისა და ელექტრონული კომუნიკაციის დროს, თქვენ ეთანხმებით თქვენი პერსონალური ინფორმაციის დამუშავებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მოცემული ინფორმაცია და მონაცემები დამუშავდეს უსაფრთხოდ და ექვემდებარებოდეს ამ კონფიდენციალურობის ხელშეკრულებას.

ინფორმაციის გამჟღავნება:

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებსა და თამაშის ისტორიას, გავუზიაროთ შესაბამნის სახელმწიფო, სპორტისა და სხვა ორგანოებს, მათ შორის პოლიციას, რათა გამოიძიონ თაღლითობის ან ფულის გათეთრების შემთხვევა.

იმისათვის, რომ შესრულდეს ჩვენი სამართლებრივი და მარეგულირებელი მოთხოვნები და აგრეთვე შიდა რისკის მართვის პროცედურები, ჩვენ შევინარჩუნებთ თქვენს პირად ინფორმაციას, ანგარიშის დახურვიდან გარკვეული დროის განმავლობაში. ყველანაირი ინფორმაცია შეინახება ამ ხელშეკრულების შესაბამისად.

ცვლილებები კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში:

მომავალში კონფიდენციალურობის ხელშეკრულებაში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება ამ გვერდზე. თუ ხელშეკრულებაში მოხდება რაიმე არსებითი სახის ცვლილება, შეგატყობინებთ ვებ გვერდის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.