გადახდის ხელმისაწვდომი მეთოდები მოცემულია საიტის ბალანსის მართვა გვერდზე. კომპანია იტოვებს უფლებას დროებით ან მუდმივად შეცვალოს ამა თუ იმ მეთოდის ლიმიტი. კომპანია ასევე იტოვებს უფლებას მოთამაშეს გადაახდევინოს საფასური ნებისმიერი ტრანზაქციის შესრულებაზე. თუ მოთამაშის ანგარიშზე შეცდომით მოხდება არასწორი ჩარიცხვა, მოთამაშე ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს კომპანიას ამის შესახებ. ნებისმიერი შემდეგი მოგებული ფსონი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად იქნა გაკეთებული ასეთი შეცდომითი ჩარიცხული თანხიდან, ითვლება ბათილად, მიუხედავათ იმისა, რა შეფერხებით მოვიდა შეტყობინება ასეთი შეცდომის შესახებ. თუ თანხა, რომელიც იქნა ჩარიცხული შეცდომით, გატანილი იქნება ანგარიშიდან ან გამოყენებული წაგებულ თამაშებში, კომპანია იტოვებს უფლებას აინაზღაუროს საჭირო თანხა თავის სასარგებლოდ მოთამაშის მიერ მომავალში განხორციელებული დეპოზიტის თანხებიდან.
უნაღდო ნაგარიშწორების დროს მოთამაშე ირჩევს მისთვის სასურველ პარტნიორ ბანკს ან ელექტრონულ სადეპოზიტო საშუალებას და საკუთარი ბალანსიდან ახდენს თანხის გადარიცხვას შესაბამის პლასტიკური ბარათის ანგარიშზე ან ელექტრონული სადეპოზიტო საშუალების ბალანსზე.
პირადი ბალანსიდან მოგებული თანხის გატანა შეიძლება იმ ვიზა ბარათზე, რომლის საშუალებითაც ერთხელ მაინც არის შევსებული პირადი ბალანსი.
პლასტიკური ბარათით თანხის გატანის დროს მოქმედებს ლიმიტები, რომელიც განისაზღვრება ვებ გვერდის მიერ.
კომპანია არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორად ჩარიცხულ თანხებზე, აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრებათ თავად მომხმარებლებს.