ავტორიზაცია
გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია
რეგისტრაცია
წესები და პირობები

თამაშის წესები

Nardi.ge გთავაზობთ ნარდის შვიდი ტიპის ვერსიას: ქართული, ევროპული, გრძელი, ჰიპერი, "ხაჭაპური",  ევრიკა და ბლიცი.

ყველა მათგანში ერთმანეთს უპირისპირდება ორი მოთამაშე და წინასწარ დადგენილი წესების მიხედვით, ხელი გრძელდება რომელიმე მოთამაშის მიერ ყველა ქვის სათამაშო მაგიდიდან გაყვანამდე.

თითოეული ხელის შემდეგ როგორც მოგებულ, ისე წაგებულ მოთამაშეს ენიჭება ბონუს მონეტა, თამაში კი გრძელდება მოთამაშეების მიერ წინასწარ შეთანხმებული ანგარიშის მიღწევამდე.

ვებგვერდზე დარეგისტრირების შემდეგ მომხმარებელს აქვს საშუალება შექმნას საკუთარი მაგიდა, მიუთითოს სასურველი პარამეტრები: ნარდის ვერსია, საფინალო ანგარიში,  საწყისი ფსონი, მაქსიმალური ფსონი და ტემპი, ან შეუერთდეს უკვე არსებულ სასურველ მაგიდას.

ნარდის ლობიში წარმოდგენილია მიმდინარე თამაშების სია, თითოეულ მათგანზე მითითებულია შემქმნელის სახელი, ფსონის მინიმალური და მაქსიმალური ოდენობა, თამაშის ტიპი, ტემპი და დამატებითი პირობები.

თამაშის ლობიდან შესაძლებელია გადასვლა ისტორიაზე, სადაც მომხმარებელს შეუძლია იხილოს უკანასკნელი 30 დღის მანძილზე განხორციელებული თამაშების ჩანაწერი.

ფსონის მინიმალური ოდენობა 0.05 ლარია, მაქსიმალური - 1000 ლარი.

თამაშის შესაძლებლობებია:

1.      ავტო-გაგორება - სისტემა ავტომატურად აგორებს კამათელს მოთამაშის სვლის დადგომის დროს

2.      ავტო-დადასტურება - მაუსის დაჭერით რთავს/თიშავს ავტომატური დადასტურების შესაძლებლობას

3.      კარის შეცვლა - ცვლის საკუთარი კარის მდებარეობას

ტემპი:

 

სვლის დრო

თამაშის დრო

სწრაფი

00.15

01.30

ნორმალური

00.20

02.00

ნელი

00.25

02.30

 

მაგიდაზე ფუნქციონირებს ორი ტიპის წამზომი.
სვლის წამზომი მიუთითებს, თუ რა დრო აქვს მოთამაშეს კონკრეტული სვლის გასაკეთებლად. ყოველ ახალ სვლაზე წამზომი ივსება და ათვლა იწყება თავიდან.
თამაშის წამზომი ირთვება სვლის წამზომის ამოწურვის შემდეგ და არის ერთჯერადი. მისი ამოწურვის შემდეგ თამაში მთავრდება და მოთამაშე ცხადდება წაგებულად.

მაგიდაზე განლაგებულია ორი ფერის განსხვავებული რაოდენობის ქვა. თითოეული ფერი განკუთვნილია თითო მოთამაშისთვის. ყველა მოთამაშისათვის საკუთარი ქვა თეთრია, მოწინააღმდეგის კი შავი.

ყველა მომხმარებელს შეუძლია აირჩიოს დაფის სასურველი სამი ფერიდან ერთ-ერთი.

თამაშის დაწყებისას ავტომატურად გორდება ორი კამათელი, ერთი ეკუთვნის პირველ მოთამაშეს, მეორე კი მის მოწინააღმდეგეს. თამაშს იწყებს ის მოთამაშე, რომლის კამათელზეც უფრო დიდი ციფრი გაგორდება. წყვილის მოსვლის შემთხვევაში კამათელი გორდება ერთ-ერთი მოთამაშის უპირატესობამდე.

გაგორების შემდეგ მოთამაშე ვალდებულია დაიწყოს ქვების გადათამაშება საკუთარი კარის მიმართულებით.

ქვა შეიძლება განთავსდეს მხოლოდ ისეთ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ქვების რაოდენობა არ აღემატება ერთს (გრძელი ნარდის გარდა). იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშეს სურს საკუთარი ქვის განთავსება იმ სვეტში, სადაც მოწინააღმდეგის ერთი ქვა არის წარმოდგენილი, მოწინააღმდეგის ქვა კვდება. ქვა ცოცხლდება მოწინააღმდეგე მოთამაშის კარში, კამათელზე გაგორებული რიცხვის შესაბამის სვეტში. თუკი ყველა სვეტი დახურულია, მოთამაშე სვლას ტოვებს.

დაფიდან ქვების გაყვანა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს მოქცეული, კამათელზე გაგორებული რიცხვის შესაბამისი სვეტიდან. თუ დაფიდან ქვების გაყვანის პროცესისას მოთამაშის ქვა კვდება, ის ვალდებულია ქვა საკუთარ კარში დააბრუნოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააგრძელოს დაფიდან ქვების გაყვანა.

მოთამაშე ვალდებულია ითამაშოს კამათელზე გაგორებულ სვლათა მაქსიმალური შესაძლებლობა. ასე მაგალითად:

  • თუ მოთამაშეს ეთამაშება ორივე კამათელზე ამოსული კომბინაცია იგი ვალდებულია აუცილებლად ითამაშოს მიუხედავად იმისა აღნიშნული მოქმედება არის თუ არა მისაღები მისთვის
  • თუ ორივე კამათელზე ამოსული კომბინაციის თამაში შეუძლებელია და მოთამაშეს ეთამაშება სათითაოდ თითეული კამათელი, მაგრამ მთლიანი კომბინაციის თამაში შეუძლებელია მაშინ მოთამაშე ვალდებულია ამ ორ კამათელს შორის მაქსიმალური
  • თუ მოთამაშეს არ შეუძლია კამათელზე არსებული არსებული კობინაციების თამაში ამ შემთხვევაში სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე

როდესაც თამაში 1-მდეა და თამაშის მაქსიმალური ფსონი მეტია მინიმალურ ფსონზე, მოთამაშეს შეუძლია ფსონის გაზრდა (დავის გამოცხადება კამათელის გაგორებამდე ან/და სვლის გაკეთებამდე). მოწინააღმდეგეს შეუძლია თქვას უარი (ცხადდება წაგებულად და იხდის საწყის თანხას) ან მიიღოს (გააგრძელოს გაზრდილი ფსონით თამაში ან შესთავაზოს ხელახალი ზრდა).  

პასუხის დასაფიქსირებლად მოწინააღმდეგეს აქვს მაქსიმუმ 20 წამი, რომლის ამოწურვის შემთხვევაში სისტემა ავტომატურად აფიქსირებს  უარს.

როდესაც თამაში 1-ზე მეტ ანგარიშამდე გრძელდება, დავის თქმა ზრდის მიმდინარე ხელში სათამაშო ქულების რაოდენობას 2 ამდე.

მოთამაშეს შეუძლია დანებდეს მოწინააღმდეგესდანებებაღილაკზე დაჭერით როგორც მთლიან თამაშს ასევე კონკრეტულ რაუნდს. რაუნდის დანებების შემთხვევაში მოთამაშე აგებს ქულებს დაფის მდგომარეობის მიხედვით.

ოინი - ორივე მოთამაშის ქვები კუთვნილ კარშია, ერთი მოთამაშე ასწრებს მეორეს ქვების დაფიდან გაყვანას (1X ანგარიში).

მარსი - როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოწინააღმდეგეს არც ერთი ქვა არ ჰყავს დაფიდან გაყვანილი (2X ანგარიში).

კოქსი - თამაშის სპეციფიკიდან გამომდინარე (იხილეთ ქვევით)

 

ქართული ნარდი:

  • ყოველი რაუნდის მოგების შემდეგ თამაშს იწყებს მოგებული მხარე
  • ფსონის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ 6-ჯერ.
  • მოთამაშის კარში მკვლელი ქვით სხვა ქვაზე დაფარება შეუძლებელია.
  • კოქსი (ქართული)როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს მკვდარი (3X ანგარიში).

 

ევროპული ნარდი:

ევროპული ნარდის მაგიდის შექმნის შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია აირჩიოს დამატებითი წესები:

  • თვითოეული რაუნდი იწყება თითოეული კამთლის გაგორებით რის შედეგადაც  აღნიშნული კომბინაცია უნდა ითამაშოს იმ მოთამაშემ ვისაც შეხვდა დიდი კამათელი
  • დავის ფუნქცია
  • ბივერი - დავის დროს ავტომატური გაზრდა.
  • კროუფორდი - როდესაც რომელიმე მოთამაშეს გამარჯვებამდე 1 ქულა რჩება, შემდეგი ხელი ტარდება დავის გარეშე.
  • ჯაკობი - ჩართვა შესაძლებელია მხოლოდ 1 ქულამდე თამაშის დროს. მისი გააქტიურების შემთხვევაში მარსითა და კოქსით მოგება ჩაითვლება ერთმაგ გამარჯვებად, თუ თამაშში ნათქვამი არ იყო დავი.
  • ფსონის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ 64-ჯერ.
  • კოქსი (ევროპული) როდესაც თამაშის დამთავრების მომენტში მოთამაშეს ერთი ქვა მაინც ჰყავს მკვდარი ან დარჩენილი მოწინააღმდეგის კარში (3X ანგარიში).

 

ჰიპერ ნარდი:

  • ჰიპერ ნარდში მოქმედებს ევროპული ნარდის წესები
  • თითოეული მოთამაშე თამაშობს 3 ქვით, რომლებიც განლაგაბებულია მოწინააღმდეგის კარში

 

გრძელი ნარდი:

  • საწყისი პოზიციიდან მოთამაშეს შეუძლია თითოეულ გაგორებაზე გადავიდეს მხოლოდ ერთი ქვა გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა როცა მოთამაშე აგორებს 3x3, 4x4, 6x6 ამ შემთხვევაში მოთამაშეს შეუძლია გადავიდეს მხოლოდ 2 ქვა
  • გრძელ ნარდში  მოთამაშის და მოწინააღმდეგის ქვები განთავსებულია  სვეტად
  • გრძელ ნარდში ქვის მოკვლა შეუძლებელია შესაბამისად მოთამაშე ვერ გადავა იმ სვეტში სადაც მოწინააღმდეგის ერთი ქვა მაინც არის განთავსებული
  • მოთამაშეს არ შეუძლია მიყოლებით დაბლოკოს 6 სვეტი გარდა იმ შემთხვევისა თუ ამ ბლოკის შემდეგ მოწინააღმდეგის ერთი ქვა მიანც არის განთავსებული

 

ხაჭაპური:

მოქმედებს გრძელი ნარდის წესები ორი განსხვავებით:

  • თითოეულ გაგორებაზე  საწყისი პოზიციიდან  მოთამაშეს შეუძლია  გადავიდეს იმდენი ქვა, რამდენის საშუალებასაც აძლევს გაგორებული კომბინაცია.
  • რაუნდის ბოლოს გამარჯვებული იღებს იმდენ ქულას ,  რამდენი ქვაც დარჩება მოწინააღმდეგეს დაფაზე.

 

ევრიკა:

თამაშის დასაწყისში მოთამაშეს ყველა ქვა საკუთარ კარში ჰყავს და იწყებს ქვების დაფიდან გაყვანას.  ქვების გაყვანისას მოქმედებს იგივე წესი, რაც ქართულსა და ევროპულ ნარდში ერთი გამონაკლისით: მოთამაშეს არ შეუძლია ქვების გადათამაშება და ქვას უნდა გავიდეს იმ კარიდან, რა კომბინაციაც გაუგორდება. თუ აღნიშნულ სვეტში მას არ აქვს ქვა, სვლა გადადის მოწინააღმდეგეზე.

მაგ: თუ გაგორდა 5:2 მოთამაშე ვალდებულია, გაიყვანოს ქვა მეხუთე და მეორე სვეტიდან, თუ რომელიმე ცარიელია, მაშინ კომბინაციის ეს რიცხვი უქმდება  და მოთამაშე თამაშობს კომბინაციის იმ რიცხვს, რომლის შესაბამის სვეტზეც აქვს ქვა ან ქვები განთავსებული. თუ ორივე ცარიელია, მოთამაშე ტოვებს სვლას. თამაში გრძელდება რომელიმე მოთამაშის ყველა ქვის მაგიდიდან გაყვანამდე. 

 

ბლიცი:

ბლიცში მოქმედებს იგივე წესები რაც ევრიკაში იმ განსხვავებით, რომ მოთამაშეს შეუძლია ქვების გადათამაშება.

 

 

საიტის პირობები:

 

ასაკი

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად Nardi.ge-ზე ფსონის განმათავსებელი პირი აუცილებელია იყოს არანაკლებ 18 წლის.

Nardi.ge იტოვებს უფლებას, საჭიროებისამებრ ნებისმიერ დროს გადაამოწმოს მომხმარებლის ასაკი და მისგან გამოითხოვოს პირადი ინფორმაციის დამადასტურებელი საჭირო საბუთები. 

აღნიშნული პროცესის მიმდინარეობისას Nardi.ge-ის უსაფრთხოების დეპარტამენტი იტოვებს უფლებამოსილებას, შეაჩეროს მომხმარებლის ანგარიში საჭირო ან განუსაზღვრელი ვადით.

 

მონეტები

გამომუშავება:

  1. ყოველი თამაშის დასრულების შემდეგ, მოგებისა და წაგების მიუხედავად, დაგერიცხებათ დამატებითი მონეტები.

  2. მონეტების შეგროვება ასევე შესაძლებელია მისიების შესრულებით: ეწვიეთ ლობის და იხილეთ მისიების განყოფილება, სადაც გამოგიჩნდებათ დასახული  მისია და მონეტების მოგების შესაძლო ოდენობა.

  3.  მონეტების გამომუშავება და მისიების შესრულება არ არის შესაძლებელი მაგიდაზე, რომლის ჯამური ფსონი ნაკლებია ერთ ლარზე.

გამოყენება:

მონეტების გამოყენება შეგიძლიათ:

  • სტატუსის მოსამატებლად

  • ონლაინ მაღაზიაში სასურველი პროდუქტის შესაძენად

მონეტის ფულზე განაღდება ან ნაღდი ფულით ქულის შეძენა შეუძლებელია.

 

ტურნირები

ტურნირს, რომელზეც დარეგისტრირდით, უნდა დაელოდოთ ლობიში, სადაც გამოგიჩნდებათ შეტყობინება ტურნირის დაწყების შესახებ.

ტურნირს, რომელზეც დარეგისტრირდით, შეგიძლიათ შეუერთდეთ მისი დაწყებიდან მაქსიმუმ 2 წუთის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოეთიშებით ტურნირს.

 

Sit & Go ტურნირები

Sit & Go ტურნირები არის Nardi.ge-ს მთავარი უპირატესობა.

ამ ტიპის ტურნირების თამაში დღის ნებისმიერ მონაკვეთშია შესაძლებელი და ბაი-ინიდან გამომდინარე თავად შეგიძლიათ, აირჩიოთ სასურველი ტურნირის საპრიზო ფონდი.

Sit & Go ტურნირი იწყება მოთამაშეების საკმარისი რაოდენობის დარეგისტრირებისთანავე.

ტრადიციული ტურნირებისგან განსხვავებით, Sit & Go ტურნირი მარტივი და სწრაფია.

 

მისიები

კომპანიის პოლიტიკის მიხედვით Nardi.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ან გააუქმოს მისიები, მათი ინსტრუქცია და მოგებული მონეტების მოსალოდნელი რაოდენობა.

 

მაღაზია

კომპანიის პოლიტიკის მიხედვით Nardi.ge იტოვებს უფლებას შეცვალოს ან ამოიღოს მაღაზიაში არსებული ნივთი და მის შესაძენად საჭირო მონეტების რაოდენობა.

 

ცენზურა

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლაივ ჩატში გამოყენებული უცენზურო სიტყვების გამო თქვენი პროფილი Nardi.ge-ზე დაიბლოკება.